IT კომპანია საქართველოში
ტექნოლოგია, რომელიც ბიზნესს ზრდის
Upwise ქმნის ვებსაიტებს, მობილურ აპლიკაციებსა და ბიზნესის მართვის სისტემებს. იდეის განხორციელებიდან პროექტის გაშვებისა და შემდგომი მხარდაჭერის ჩათვლით, ყველაფერზე ერთი გუნდი ზრუნავს, ერთი ხელშეკრულებითა და სრული პასუხისმგებლობით.
ყველა IT სერვისი ერთ კომპანიაში
თქვენი პროექტის სრულ ტექნიკურ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობას ერთი გუნდი იღებს.
ტექნოლოგიები, რომლებითაც ვმუშაობთ
ვებ-გვერდი, რომელიც კლიენტს მოიყვანს
კორპორატიული საიტები, ლენდინგები, ონლაინ მაღაზიები და ვებ-პლატფორმები. სწრაფი, Google-ში მოსაძებნი და მობილურზე მორგებული.
გაიგე მეტი

მობილური აპლიკაციები თქვენი ბიზნესისთვის
iOS და Android აპლიკაციების შექმნის სრული ციკლი. მომსახურება მოიცავს დიზაინს, პროგრამირებას, შეტყობინებებისა და გადახდების ინტეგრაციას.
გაიგე მეტიავტომატიზაცია
და AI
ჩატბოტები, დოკუმენტების ავტომატური დამუშავება და ქართულენოვანი AI ასისტენტები. რუტინულ ამოცანებს პროგრამა ასრულებს, თქვენი გუნდი კი ბიზნესის მართვაზე კონცენტრირდება.
გაიგე მეტიყველა კლიენტი და გარიგება ერთ სივრცეში
კლიენტებთან კომუნიკაციის, შეთავაზებებისა და გაყიდვების მართვა ერთიან სისტემაში, რომელიც თქვენი გუნდის სამუშაო პროცესებზეა მორგებული.
გაიგე მეტი

თქვენი ბიზნესის მართვა ერთიან სისტემაში
საწყობი, შესყიდვები, გაყიდვები, ფინანსები და თანამშრომლები, ერთმანეთთან დაკავშირებული, რეალურ დროში.
გაიგე მეტიროგორ ვმუშაობთ
პროექტის ღირებულება და ვადები დაწყებამდე თანხმდება. სამუშაოს მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას ყოველკვირეულად იღებთ.
01კონსულტაცია
ვეცნობით თქვენი ბიზნესის საქმიანობას და ვადგენთ პროექტის საჭიროებებს. კონსულტაცია უფასოა.
02შეფასება
ხელშეკრულების გაფორმებამდე წერილობით ვათანხმებთ ფიქსირებულ ღირებულებას, ვადებსა და სამუშაო ეტაპებს.
03დიზაინი
პროგრამირების დაწყებამდე წარმოგიდგენთ პროტოტიპს განსახილველად და დასამტკიცებლად.
04პროგრამირება
პროექტს ეტაპობრივად ვახორციელებთ. შესრულებულ სამუშაოს ყოველკვირეულად გაცნობთ.
05გაშვება და მხარდაჭერა
ვუშვებთ პროექტს, ვასწავლით თქვენს გუნდს სისტემის გამოყენებას და ვუზრუნველვყოფთ შემდგომ ტექნიკურ მხარდაჭერას.
ანგარიშსწორებისა და ფინანსური ანგარიშგების ავტომატიზაცია
ინვოისების შექმნა, გადახდების მიღება, ბანკთან მონაცემების სინქრონიზაცია და ფინანსური ანგარიშების მომზადება მონაცემების ხელით შეყვანის გარეშე.
გაიგე მეტი

უსაფრთხოების ხარვეზების დროული გამოვლენა
ვებსაიტების, აპლიკაციებისა და ქსელების უსაფრთხოების აუდიტი და შეღწევადობის ტესტირება. მომსახურება მოიცავს დეტალურ ანგარიშსა და გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის გეგმას.
გაიგე მეტირატომ
Upwise
დიზაინი, პროგრამირება, სერვერული მომსახურება, უსაფრთხოება და ტექნიკური მხარდაჭერა ერთი ხელშეკრულებით.
ყველა სერვისი ერთ კომპანიაში
პროექტის დასრულების შემდეგ გადმოგეცემათ პროგრამული კოდი, დიზაინის ფაილები და სისტემებზე წვდომის ყველა მონაცემი.
BOG და TBC-ის გადახდის სისტემებთან, ასევე RS.ge-სთან ინტეგრაცია. ქართული ენისა და შრიფტების სრული მხარდაჭერა.
RS.ge
უსაფრთხოების მოთხოვნებს პროექტის დაგეგმვისას ვითვალისწინებთ და განვითარების ყველა ეტაპზე ვნერგავთ.

12სერვისი8
სფერო2
ენა

ხშირი კითხვები
თქვენი იდეის განხორციელება იწყება აქ
IT მომსახურება და აუთსორსინგი საქართველოში
ვებსაიტებისა და მობილური აპლიკაციების შექმნა
Upwise ქმნის კორპორაციულ ვებსაიტებს, ონლაინმაღაზიებსა და მობილურ აპლიკაციებს. თითოეული პროექტი მოიცავს ქართული ენისა და ადგილობრივი გადახდის სისტემების მხარდაჭერას, მობილურ მოწყობილობებზე მორგებული დიზაინით.
CRM, ERP და ფინანსური სისტემები
ვქმნით თქვენი ბიზნესის საჭიროებებზე მორგებულ სისტემებს კლიენტებთან ურთიერთობის მართვისთვის (CRM), მარაგებისა და რესურსების დაგეგმვისთვის (ERP), ინვოისების მომზადებისა და ფინანსური ანგარიშგებისთვის. სისტემებს ვაკავშირებთ RS.ge-სა და ქართულ ბანკებთან.
IT აუთსორსინგი
IT აუთსორსინგი გულისხმობს ტექნოლოგიური სამუშაოების გამოცდილ გარე გუნდზე გადაბარებას. ამგვარად, შიდა IT განყოფილების შექმნის გარეშე იღებთ სრულ მომსახურებას და იხდით შესრულებული სამუშაოს საფასურს. დიზაინზე, პროგრამირებაზე, სერვერებზე, უსაფრთხოებასა და ტექნიკურ მხარდაჭერაზე ერთი პარტნიორი კომპანია ზრუნავს.

